Tuesday, July 10, 2018

გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის გეგმა

პროექტი ,,მათლექსიკონი''



 პროექტის სახელწოდება:  ,,მათლექსიკონი’’
პროექტის მთავარი იდეა(თემა) 1-2 წინადადებით:  მათემატიკური ტერმინების განმარტება, გააზრება, პრაქტიკაში გამოყენება
პროექტის აქტუალობა: პროექტი  აქტუალურია იმდენად, რამდენადაც ის ხელს უწყობს 21-ე საუკუნის უნარჩვევების განვითარებას მოსწავლეებში.
პროექტის მიზნები: მოსწავლეებს განუვითაროს სოციალური კომპეტენციები; გაუადვილდეს რიცხვის არსის გააზრება.
მონაწილეთა ასაკი:  11-12 წელი
ვადები/ხანგრძლივობა: ორი კვირა
მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას:  შეიქმნება  ხელნაკეთი 3-დ ფორმატის წიგნი
პროექტისათვის საჭირო რესურსები: ფერადი ქაღალდი, წებო, მუყაო, მარკერები, სკოლის სახელმძღვანელო
პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):  მოსწავლეები ინაწილებენ სახელმძღვანელოში წარმოდგენილ პარაგრაფებს, ამოწერენ მათემატიკურ ტერმინებს, მოიძიებენ თითოეულის განმარტებას ინტერნეტით, ასევე სახელმძღვანელოში, წარმოდგენილ ჩანაწერებს ახარისხებენ და ალაგებენ ანბანის მიხედვით. ამის შემდეგ ხდება წიგნის აკინძვა და ლექსიკონის შევსება.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
საგანი-ხელოვნება
რაოდენობრივი წიგნიერება. რაოდენობრივი წიგნიერება არის იმ უნარ-ჩვევების ერთობლიობა, რომელთა დაუფლება მოსწავლეს უადვილებს რიცხვის არსის გააზრებას, რაოდენობის სხვადასხვა ხერხით გამოსახვას, რიცხვებს შორის მიმართებების გაგებას, რაოდენობათა შედარებას. ეს უნარ-ჩვევები მოსწავლეს სჭირდება არა მხოლოდ მათემატიკის, არამედ სხვა საგნების შესასწავლადაც;
სოციალური და სამოქალაქო კომპეტენცია. სოციალური და სამოქალაქო კომპეტენცია გულისხმობს სამოქალაქო ცხოვრებაში ინტეგრირებისათვის აუცილებელი ისეთი უნარებისა და  ღირებულებების ჩამოყალიბებას, როგორებიცაა: კონსტრუქციული თანამშრომლობა, პრობლემების მოგვარება, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება, გადაწყვეტილების მიღება, შემწყნარებლობა, სხვისი უფლებების პატივისცემა, დემოკრატიული პრინციპების აღიარება და სხვა.
ციფრული წიგნიერება (იგივეა, რაც კომპიუტერული წიგნიერება). თანამედროვე მსოფლიოში საკომუნიკაციო და ციფრული ტექნოლოგიების განვითარებამ წიგნიერების ცნება კიდევ უფრო გააფართოვა. იგი ამჟამად მოიცავს ქსელური ძიების, ტექსტების ელექტრონული დამუშავებისა და ტექსტური შეტყობინების პროგრამების გამოყენების უნარსაც, რასაც მთლიანობაში ციფრული წიგნიერება ეწოდება. ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება ხელს უწყობს შემოქმედებითი და ინოვაციური მიდგომების გამომუშავებას მოსწავლეებში
პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი):  ნინო საღარაძე
ხელმძღვანელის ელ-ფოსტა:  teklako5@gmail.com
პროექტის ვებგვერდი/ბლოგი:  sagaradze.blogspot.com